Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნეკერჩხლის ფერი

27152185_IMG_1267
BANNER
27152185_IMG_1267
კარგა ხანია წვიმის ხმაზე არ გამღვიძებია. მესიამოვნა კიდეც ეს მონატრებული ხმა და ის შეგრძნება : გარეთ რომ წვიმს, შენ კი არსად გეჩქარება და თავს უფლებას აძლევ წვიმის ხმაზე ისევ შეიბრუნო დილის ძილი. მესიამოვნა შემოდგომა რომ შემოდგომას დაემსგავსა.
დიდხანს მაინც ვერ გავძელი. ჩავიცვი და ბარისკენ გავეშურე. ოფიციანტმა საოცრად თბილად მიმიღო. ეტყობა "ამ წვიმაში რაკი აქ მოხვედი"-ს ფაქტორმა იმოქმედა. ქურთუკი გავიხადე და ფანჯარასთან ახლოს მოვკალათდი. მიყვარს ეს ადგილი. დიდი ფანჯრებიდან საოცრად კარგად სჩანს ქარისგან აქოჩრილი შავი ზღვა, მოქუფრული ზეცა და მოქნეული წვიმა.

2047660373_ad5ad165f2

სტეკლოპაკეტიანი ფანჯრები არც ქარის ზუზუნს და არც ზღვის ტალღების ხმაურს ატარებენ. საოცარი სიმყუდროვეა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დიდ ეკრანზე, ხმა გამორთული ვუყურებდე ამ საოცრად ლამაზ სანახაობას. თითქმის ზღვას გართხმულ, წვიმით დამძიმებულ მუქ ტყვიისფერ ღრუბლებს. ბაღში წასაყვანი ბავშვივით ტოტებშეკული პალმის რწევას და მზისგან განებივრების შემდეგ უეცარი წვიმით გაბრაზებულ ზღვას. ის ჯერ არ ღელავდა. უბრალოდ ბუტბუტებდა პატარა ტალღებით და იქუფრება. .
კარგია. აქ რომ ვზივარ სადღაც სხვაგან მგონია თავი. უფრო სწორედ კი ის მიხარია ჩვეულ "კარუსელს" რომ მოვწყდი და თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც სხვა გარემოში აღმოვჩნდი. თან აქ ძალიან დიდი სივრცეა... დიდი სივრცეა ოცნებისთვისაც. შეგიძლია ტელეფონიც გამორთო და ცხელი შოკოლდის მოლოდინში, რბილ სავარძელში ჩაფლულმა მოშვების უფლება მისცე თავს..

014240_460706

შემოდგომა. არის მასში რაღაც მზიან-წვიმიან, მოოქრსფრო-მოსევდიანო. სიმართლე რომგითხრა ყვთელი ფოთლები კატასტროფულად აკლია გაევროთანამედროვებულ, მოკირწლულ ქუჩებგალამაზებულ ბათუმს. ჩემი უნივერსიტეტის ეზო გამახსენდა. დიდი და ლამაზი, ცეცხლივით წიტელი ნეკერჩხლები. რა ლამაზი იყო თურმე. პირველად ეს იმ სექტემბერს ვიგრძენით, ეზოში შესულებს ჩვეული პატარა შემოგომის ნაცვლად ფსიქიატრიული საავადმყოფოსავით ლამის სტერილური, არა მიწა, არა ბალახ, არა ხედ გქეული მობედონფილებული ეზო და  თეთრი კედლები დაგვხდა. ეს ახალი, მშრალი და უფერული რეალობა საოცრად არ მოგვეწონა. მაგრამ ხეები ვერ დავიბრუნეთ. შემდეგ მათმა რიცხვა ქალაქშიც იწყო კლება. ახლა იშვიათად თუ წააწყდები ნეკერჩხალის ცეცხლივან "ქოჩორს" ბათუმის ქუჩებში.

0_ae897_4f84f846_orig

ადრე ხშირად ვოცნებობდით. წარმოვიდგენდით ქალაქს სადაც სანუკვარ სურვილებს ავისრულებდით, სადაც თავს მყუროდ, სასურველად და შინ ვიგრძნობდით. სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდით, ან გვიპოვიდნენ და გვეტყოდნენ რომ "შენ იქ ხარ სადაც საჭიროა".სადაც ყვითელი ფოთლებით მოფნილ ქუჩას ლამაზ ბაღში მიყავხარ, სადაც ცად აწვდილ ხეებს შორის გაჭიმულ ჰამაკებში შეგიძლია საათობით იწვე, იკითხო შენი საყვარელი წიგნი, ხატო ან ის აკეთო რაც ძალიან გინდა და გსურს. მნიშვნელობა არ ექნებოდა ამ ქალაქში ერთ დღეს იცხოვრებდი, თვეს თუ მთელს ცხოვრებას. მთავარი იყო ამ ქალაქთან მისასვლელი და მერე დასაბრუნებელი გზა მუდამ ხსნილი ყოფილიყო. არც იმას ქონდა არსებითი მნიშვლებოა თუ ვის სად, ზღვის პირას, მთებში, ტბასთან თუ მდინარესთან წარმოედგინა ეს ქალაქი. ეს მშვენიერი, შემოდგომის მზით გამთბარი, საოცრად ბილი და შემოდგომის ქალაქი იყო.
ჰმ. ნახე, მომაგონდა კიდეც ეგ კარგა ხნის წინად მივიწყებული შემოდგომის ქალაქი. მგონი გზაც მახსოვს... ის ფერიც მახსოვს. ნეკერჩხლის ფოთოლში გატარებული შემოდგომი მზის სხივის ფერი... შემოდგომის განწყობის ფერი...
მშვენიერია... რაღაცნაირად ნეკერჩხლის ფერად გამიოქროსფერადდა განწყობა.ახლა ეს გამყვება მთელი დღის განმავლობაში. წავედი ახლა სამსახურში... სხვებსაც გავუნაწილო.
BANNER

7 comments:

  1. blank

    როგორ მინდა ვინმე ასეთ ქალაქში გამიყოლებდეს. ან გზას მიმასწავლიდეს :(

    ReplyDelete
  2. blank

    DIDI MADLOBAA. VGIJDEBI GREBNSHIKOVZE. ES SIMGERA XOM SAERTOD CHEMI SAYVARELI SIMGERAA. MARTLA MSHVENIERI SASHEMODGOMO GANWYOBAA!

    ReplyDelete
  3. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    გეთანხმები. ძალიან კარგი სიმღერაა. ქალაქისკენ მიმავალ გზას რაც შეეხება. გისურვებ მალე გეპოვოს ის ადამიანი ვინ ამ გზას მიგასწავლის, ან სულაც წაგიყვანს თან. ისე კი არც ისე ძნელია ამ გზის პოვნა. მთავარია მოინდომო :)

    ReplyDelete
  4. blogger_logo_round_35

    mgoni, mivxvdi romel kafeSi iyavi, ofciantis Tbilad migebam rom gagaxara:) maqedan yvelaze kargad chans batumis zgva

    ReplyDelete
  5. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    აბა? გამოთქვი შენი ვარაუდი :)

    ReplyDelete
  6. blank

    სამსახურში მოსულმა მუშაობის დაწყებამდე წავიკითხე ეს პოსტი, ისედაც არ ვიყავი მუშაობის განწყობაზე და ამის წაკითხვის შემდეგ კი საერთოდ აღარ მინდა აქ ჯდომა :)
    საშინლად მშურს ადამიანების (როგორ შურითაც გინდათ ისეთით შავით თუ თეთრით) რომლებსაც დილის დაწყება ზღვის პირას შეუძლიათ.
    მშვენიერი იყო.

    ReplyDelete
  7. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ხოო, ეტყობა სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე ამ ფუფუნებას. უბრალოდ იმიტომ რომ ყოველ დღე ვხედავთ :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]