Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კიდევ ერთი დღე

2arena
BANNER

2arena
კარგა ხანია არაფერი დამიწერია. საერთოდ გარეთ ხეტიალი მომიწია ბევრი და სახლში დაბრუნებისას სოციალურ ქსელებში უმიზნო ხეტიალს მიჰქონდა ძირითადი დრო. მერე ჩვეულებისამებრ საწოლი და ძილის ფუქციაზე დაყენებული ტელევიზორი (რომელსაც რამოდენიმეჯერ გადავუჩოჩე გამორთვის დრო ). გადაცემის ტეკსტიც დასაწერი მქონდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვაიძულე თავი რამე დამეწერა. დღეს რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ( თუ არ ჩავთვლით მცირე შენაძენს ). 
თუმცა დღე მართლა საინტერესო რაღაცით დაიწყო და ეს რაღაცა სიზმარი გახლდათ. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, წუხელ ბოსფორი გადავცურე და ლომისგან ხალხიც კი გადავარჩინე. ( ხო მეც ბევრი ვიცინე რო გამეღვიძა, მაგრამ ასე ყო ) ერთი სიტყვით გმორად გავიღვიძე. როგორც ადრე ვთქვი ხშირად სიზმრები მიხდება, ამ შემთხვევამ კი ძალზედ დამაფიქრა. არც სამაგისო მცურავ-მყვინთავი ვარ და ლომი ხო საერთოდ ისე შორსაა ჩემგან როგორც მისი ძირითადი საცხოვრებელი გარემო.
მერე ისე განვითარდა დღე რომ… აი ხო გქონიათ იმის შეგრძნება რომ ადექით, სამსახურშიც წახვედით მაგრამ ისეთი ამინდია რომ ვერა და ვერ გათენდა საფუძვლიანად. რაღაც მოყვითალო, მოჟანგისფრო ღრუბელი რომ ჩამოეფარება ქალაქს და ძილბურანში ხარ. არა კიდევ კარგი სიზმარი არ გამგრძელებია. მაგრამ მთელი დღე დასამუხტი აკუმულიატორივით ვიყავი. აი ახლა, დღის ბოლოს, ვზივარ კომპთან და ვფიქრობ: იყო კი საერთოდ დღე?! ვიხსენებ და ცოტა არ იყოს ვნანობ რომ კიდევ ერთი დღე ჩაიწვა სავსებით უშედეგოდ. არადა დილით ბოსფორი გადავცურე კაცმა…
BANNER

7 comments:

  1. blogger_logo_round_35

    სიზმრებიო :)

    შენ მშვენიერ სათავგადასავლო სიზმრებს ხედავ, რა გიჭირს :)

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ბავშვობას ვუბრუნდები ისევ :))))))

    ReplyDelete
  3. av-62004

    ჰეჰ.. ორი დღის წინ მეც რაღაც ჯანდაბა სიზმარი ვნახე ზღვასთან დაკავშირებით, სექტემბერში რომ ვიყავი, ერთ დღეს მაგარი ღელვა დაემთხვა და, ეტყობა ეგ ჩამრჩა...

    ჰხოდა, მთელი ღამე სიზმარში ათმეტრიან ტალღებს გავურბოდი.. :დ

    ReplyDelete
  4. 1107

    პატარა ბავშვმაც კი იცის უკვე - ზღვა რომ გესიზმრება, ანუ სექსი გინდა.
    მაგრამ სექსი რომ გესიზმრება მაშინ? ანუ ზღვა გინდა??

    ReplyDelete
  5. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    სექსი რო გინდა რაღადროს ძილია ნუ გადამრიე???

    ReplyDelete
  6. 1107

    ვერ გაიგე შენ : ))) ფხიზელს რომ გინდა კი არა, როცა გესიზმრება მაშინ. ხომ უნდა ახსნა ფროიდისეულად და უკუღმა

    ReplyDelete
  7. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ეგ ფროიდი სულ უკუღმა ფიქრობდა... შესაბამისად უკუღმართი სიზმრებიც ესიზმრებოდა ;)
    გავიგე გავიგე :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]