Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შაბათმა-ც ჩაიარა

%D0%A4%D0%BE%D1%82%D0%BE0965
BANNER
მოვედი. დავიღალე, მაგრამ კარგი ყოფილა მზე.
დღეისთვის დაგეგმილი მისია შევასრულე. ასეთი გემრიელი შაბათი კარგა ხანია არ მქონია.
მზის გულზე ვიჯექით და კატის კნუტებივით გატრუნულებმა, მზეს მიფიცხებულებმა მივხვდით რომ საუბარი მოიცდიდა. მზით ვიმუხტებოდით. ლუდიც მოგვიტანეს და "სიფთაც" გავხსენით...
%D0%A4%D0%BE%D1%82%D0%BE0965

ეს ახლა ვსხედვართ ასე ლაღად და ფრთაგაშლილად თორე რამოდენიმე თვე და აქ ჭყლეტა იქნება. მანამდე უნდა მოვიბეზროთ, მოვიძულოთ და მოვიყეჭოთ.
%D0%A4%D0%BE%D1%82%D0%BE0803
ზღვა არ ღელავდა. შაბათი იყო მისთვისაც.
 გამოცოცხლებულ ბულვარში მოჭუკჭუკე წყვილების და საბავშვო ეტლებით მოსეირნე დედიკოების შესაშური სიმრავლე უკვე საგრძნობი იყო. იყო აბა რა, 2 კილომეტრი გავიარე და სკამი ვერ ვნახე თავისუფლად. ძალიან მონდომებულნი უკვე მზით ირუჯებოდნენ. ნაკლებად მონდომებულნი შორიახლოს იჯდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ვისთვსაც ესეც დასაზარი იყო, იქვე ფიჭვნარში, ჩეროში ისვენებდა. ხოლო ვისაც სიარულიც, ხეტიალიც, მზეც, ზღვაც, ლუდიც და სუნთქვაც ეზარებოდა ფერიის სასაფლაოზე ისვენებდა.
%D0%A4%D0%BE%D1%82%D0%BE0959

ღობე შემოცლილ შერატონსაც სიამოვნებდა ეტყობა მზე. ცოტა გადახრილიც კი მეჩვენა...

მშვენიერი გამოდგა ლუდის მიღების პროცედურა ღია აივანზე. მერე ნავსადგურისკენ გასეირნება. იქ ამერიკელები ჩამოსულან ნაცრისფერი საბრძოლო ფრეგატით, რომელის სიმშვიდესაც ჩვენი პაწაწუნა კატარღები იცავდნენ. სანაპიროზე მეთევზეთა რიგი იდგა,  მოქნეული ანკესების, დამშეული თოლიების, ანკესზე მომსხლტალი თევზისგან გაბრაზებული მეთევზეების და მოყიჟინე პატარების ხმები ერთმანეთში ირეოდა. 
მერე ბინდი ჩამოწვა და დიდი. გემრიელი პიცის დროც მოვიდა.მ...
JR's+Pizza+Walls+-+15
ძალიან გემრიელის.
მერე ისევ ქუჩები. ლამპიონებით განათებული ბათუმი და მერე უცაბედი აღმოჩენა " აქ ხო ვიყავით?! რა პატარაა ბათუმი! ყავა?! ყავა!"
%D0%98%D0%B7%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5+063

ხოოდა აი ასეთი იყო შაბათი. ხვალ კვირააო ამბობენ. არ მინდა წინასწარ დავგეგმო. ვნახოთ რა იქნება.

BANNER

7 comments:

  1. blogger_logo_round_35

    მშვენიერი შაბათი გქონია, რა გინდა :)
    მე არც ლუდი მქონდა, არც მზე. სამაგიეროდ მქონდა ორი დედლაინი, გრიპი, რომელიც საიდანღაც გამოტყვრა და ლექსების გამოფენა. ეს უკანასკნელი მშვენიერი იყო, უბრალოდ ჩემმა ფავორიტმა ვერ გაიმარჯვა.

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    კი შაბათი კარგი იყო. გრიპი სად მოიძიე?!
    ლექსების გამოფენაზე ხვალ მეც მოვდივარ. ვნახავ ერთი რას ფენენ :)

    ReplyDelete
  3. blank

    აი ეგეთ ბათუმში მინდა თუნდაც ერთი დღე... თქვენ თითქმის ჩემი საოცნებო დღე აღწერეთ ბათუმში :) მომინდა ძალიან

    ReplyDelete
  4. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    :) ხოდა სწორედ მასეთი დღეების დეკადა დაიწყება მალეეეე :)

    ReplyDelete
  5. blank

    ხოდა ბედნიერებაა.. ახლა მინდა მანდ და არა ივლის-აგვისტოში... დამსვენებლად არ მინდა, შორტიან-შლოპანციანი ხალხის ყურება არ მინდა... წყნარ ბათუმში მინდა, წყნარსა და მზიანში
    ჩემი ბათუმელი მეგობარი ყოველი წლის მაისში მპატიჟებდა - ჩამოდი, ყველაზე კარგი ბათუმი და ზღვა ახლააო :)

    ReplyDelete
  6. .com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgc5Eea2WSL1N1LghOeBiBjj7n8cgUvoHaXktQ4eqhus-70dXvsXXvt4xlTdByLlnwmvRD69_TkKmfkchcvl2mjmIswg1dyCuIHh8uFYVlPzzKQYB5YBf8-EBsdFbdTTw/s45-c/

    mshvenieri dge gqonia :)

    p.s. isa pizza mominda. ra magari suraTi gidevs

    ReplyDelete
  7. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    უუხ, დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი მაგ პიცას.... დიიიდი სიამოვნებით

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]