Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ღოღიალი 1 (ფოტოკოლაჟი ბათუმიდან)

DSCF0063
BANNER
DSCF0063
დღეს თავისუფალი დღე მქონდა. ( მე ხომ როგორც არა ნორმალურ ადამიანს, არანორმარული და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი მაქვს ) ხოოდა, ავიღე ფოტოაპარატი (მადლობა შ.პ.ს მირანდას ) და ყველასთან შეთანხმება შეპირების გარეშე (რაც როგორც წესი საათობით ლოდინით, ყოყმანით,ვერსიების სინჯვით და გაურკვეველი შედეგით მთავრდება ) დავადექი საღოღიალო გზას. ამინდი მშვენიერი იყო. ზღვიდან მოსულს აღარც ისე აუტანლად მცხელოდა. ხოდა გავყევი გზას.

მართალია შერატონი ბათუმის ახალ, არაოფიციალურ სიმბოლოდ აქციეს. მაგრამ მე სულ სხვა შენობისკენ გავემართე. თან სახლთანაც ახლოს იყო და რატომაც არა.
ეს ძალიან ლამაზი შენობა პიაცაა.





2010-07-14

ჯერ ხო ასეთი ლამაზია. რომ დასრულდება მაშინ ნახე რა იქნება. ეზო შეგნებულად არ გადავიღე. ხელოსნები მუშაობდნენ და ხელიც არ შევუშალე.
შემდეგ გზა განვაგრძნე ჩემი წლობის მანძილზე გათელილი ბილიკით რესტორან ბერეგისკენ. 
თუმცა გზად ბათუმის მოქმედი მეჩეთი უნდა გამევლო.

2010-07-141

თავად მეჩეთების მინარეთებს საკმაოდ უცხო სილუეტები აქვთ. მითუმეტეს მზის ჩასვლის დროს. სტამბული და ბისფორი მახსენდება. მაგრამ დაისამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ამიტომ კარების ჩუქურთმის გადაღებით შევიქციე თავი. ბნახე რა ლამაზი ჩუქურთმაა!?
მარცხნივ გავუხვიე და აჰა.. "ბერეგი" რესტორანი რომელმაც ჩემი სტუდენტური წლების ყველა გაზაფხული,ზაფხული და შემოდგომა იცის. (ზამთარში დახურულია ;) )

2010-07-142

ძალიან კარგი ადგილია. სიმართლე გითხრა სეზონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უფრო მომწონს. ნაკლები რია-რიაა და ნაკლებად ჰგავს დიდ სამზარეულოს.
რაკი ხეტიალი მქონდა მიზნად, არ დავმჯდარვარ. დზა განვაგრძნე და....


2010-07-143

"მე გადამიღე რა..მე, მე გადამიღე" შემეხვეწა ზღვიდან ამომძვრალი ბიჭი. "მოდი ჰა" ვუთხარი მე და ლამერა მოვიმარჯვე...აი პოზირებამ სად აიყვანა :) მერე დგლუმპ.. და ისევ ზღვაში.
ბულვარისკენ გავყევის ბილიკს. ცა კი ნელინელ იქუფრებოდა და ჩემს ღოღიალს კარგი დასასრული არ უჩანდა


2010-07-144

მერე კი დაუშვააა. თან სერიოზულად. ბულვარი წამში დაიცალა

DSCF0090

მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩნენ ჩემსავით აღოღიალებულნი


DSCF0080

ზოგიც აი ასე ტკბებოდა წვიმით, მზით და ზღვით.

მერე უცებ ჩამობნელდა. უფრო გულმოდგინედ დაუშვა. გემოზე გავილუმპე  და მეც იძულებული ვიყავი სახლისკენ გამეწია. თუმცა გზად მაინც არ ვიშლიდი ჩემსას


2010-07-145

ასე დასრულდა ჩემი დღევანდელი ღოღიალი..სახლში მოსულს ნანუკას შოუ დამხვდა და მიშა, რომელიც პიაცაზე საუბრობდა "მაგარი შენობააო". ჰეჰ.. ვიცი.
BANNER

10 comments:

  1. blank

    გაიხარე დათო ფოტოებისთვის, მართლა ლამაზი შენობაა ჩანს :)

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    გაიხარე. მართლა ლამაზია. კიდე არაა დასრულებული. თავისი ლამაზი ეზოც ააქვს

    ReplyDelete
  3. blank

    საშინლად მინდა ბათუმში :) ხო თბილისს სასომხეთის დედაქალაქის პატივი ხვდა წილად :)

    ReplyDelete
  4. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ჩამოასწარი სანამ ქალაქ-სახელმწიფოდ არ აღიარეს :)

    ReplyDelete
  5. av-62004

    შერატონი, რომელიც ასე მაგონებს მეჩეთს... :)


    ბათუმი... (ლოვე)

    ReplyDelete
  6. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    :) იდეით ალექსანდრიის შუქურაა. მაგრამ...

    ReplyDelete
  7. blank

    vasasi! meti fantazia aris sachiro, rom mechetis garda sxva rame mogagonos batumis "sheratona".

    ReplyDelete
  8. av-62004

    საყვარელო ანონიმო, მე ჩემი მწირი და უმანკო ფანტაზიის უნარი გამოვიყენე.. (blush)

    ReplyDelete
  9. blogger_logo_round_35

    მშვენიერი ფოტოებია!

    ReplyDelete
  10. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ძალიან დიდი მადლობა :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]