Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კვირა დღე "ვინილში"

39022_1164263962221_1696557263_304889_1506972_n
BANNER
 39022_1164263962221_1696557263_304889_1506972_nარც კი მახსოვს ბოლოს როდის დავისვენე კვირა დღეს. ეს იშვიათი შეთხვევაა ჩემი განრიგის გამო და ძალზე უჩვეულოც. გადავწყვიტე როგორც წესი ისე დამესვენა. მაგრამ სიცხე...
2 საათამდე საწოლში ვინებივრე, გავძეხი ტელევიზორის ყურებით. შემდეგ კომპიუტერს მივუჯექი. გადავქექ გადმოვქექე ინტერმეტ სივრცის შორეული საზღვრები. მაგრამ ეს სიცხე...
ლინდგრენმა ალბათ კარლსონის პერსონაჟი ასეთ ხვატში მოიფიქრა, კარგია ვინტილიატორი რომელიც დაფრინავს, მურაბას ჭამს და თან გემეგობრება...
ოთახი მიკროტალღოვანი ღუმელივით გამოხურდა. დაცხელდა. ბოლოს ტიინკ. საყვარელი ხმა და სიგრილის ძიებაში გარეთ გავვარდი-აჰა, გამოვცხვი. მაგრამ..ზღვამდე მისვლა არ გინდა? სანამ მიხვალ მანამ ბარე 2 ჯერ იბანავებ...
.
ასე არასდროს მინატრია..მინატრია? არა, გვინატრია! მთელი ბათუმი ნატრულობდა საღამოს მოსვლას. ისიც ზოზინით, მაგრამ მაინც, მოვიდააა...
აბაზანა, შხაპი, მაისური, სანდალი, შორტი და მშვიდობით ჩემო ოთახო. გადავწყვიტე ჩემო მეგობრების ახლად გახსნილ, პაწაწუნა საყვარელ ბარ - "ვინილს" ვწვევოდი. 
ვინაც არ იცის, ეს ბათუმშია. გენიალური ადამიანის, ნოდარ დუუმბაძის ქუჩაზე. კინოთეატრ თბილისის გვერდით, შადრევნებთან. მეტი რანაირად ავხსნა ვაა...

37901_147285028620599_147005968648505_468946_5486243_n37901_147285031953932_147005968648505_468947_7692666_n38178_1241321131899_1795445656_477126_5605765_n39664_147288608620241_147005968648505_468993_3570055_n

აქ თავს თავისუფლად ის ადამიანი იგრძნობს ვისაც "პეროს"ტარება დიდად არ ხიბლავს. ვინილის ფირფიტები, წიგნები, ჟურნალები, ცივი ყავა, ლუდი, კარგი მუსიკა და პაწუკელა მაგიდებზე ქუჩაში მირთმეული უგემრიელესი თეთრი ღვინო.

39477_1241321731914_1795445656_477129_8191204_n
 ბექასა და ათინას კონცერთიდან. ვინილი

ეს ადგილი ერთგვარ "ეზოდ" იქცა, აქ იკრიბება ყველა ვინც ბათუმში ხელოვნებას ან ქმინს, ან აფასებს, ან კიდევ მშვიდად დაჯდომა და მოსვენება უნდა. უკვე ყველა ყველას იცნობს. უცხოლებეიც კი ასე ხშირად რომ გვსტუმრობენ და ხმამაღლა ხუმრობენ თავიანთვის. სულ რაღაც 2 კვირაა რაც გაიხსნა და უკვე ბევრისთვის საყვარელი ადგილია. მოკლედ კარგია რა...
ხოდა მივედი, ვიფიქრე ლუდს დავლევ, ცოტას გავგრილდები მეთქი. თურმე სადახააარ...
საწყალი ლევანი (ერთ-ერთი მეპატრონე) ობლად მიუტოვებიათ და ისე გამწარებული დარბოდა აქეთ-იქეთ გამარჯობა ორჯერ მითხრა. ბოლოს ავდექი და ჩემი სკოლისდროინდელი გამოცდილება გავიხსენე (საკმაოდ დიდი კაფე-ბარი გვქონდა და იქ საკმაოდ დიდ დროსაც ვატარებდი ზაფხულობით, ასე რომ ბარს მიღმა ამბები ჩემთვის უცხო არ არის) 
დაიწყო მივიწყებული, მაგრამ მაინც ნაცნობი ორომტრიალი: "მესამე მაგიდაზე ლუდი, ორი ცივი ყავა... ყინული... მე მარტინი მინდა...აუუ ბეილისი გააქვთ?" მართალი გითხრათ ბარს იქეთ ფუსფუს ააქვს რაღაც თავისებური ხიბლი, მაგალითად როცა კმაყოფილი კლიენტის სახეს ხედავ. ისე გავერთე ყოველივე ამით რომ ჩემი "ლუდი მინდა" სულ დამავიწყდა. თორმეტი საათისთვის დამხმარე ძალაც მოვიდა და გამათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ახლა უკვე მე ვისვენებდი მაგიდასთან. ბოლოს კი გამახსენდა რომ კვირა დასრულდა და მასთან ერთად ჩემი დასვენების დღეც. ხვალ ისევ სამსხური და ჩვეული "კარუსელი". მაგრამ არაუშავს. კარგი დღე გამოვიდა. დღის ბოლო განსაკუთრებით. ახლა კი ვზივარ კომპტთან და ჩემს მივიწყებულ ბლოგს კდევ ერთი უმნიშვნელო პოსტით ვხუნძლავ.

პ.ს. თუ ბათუმში ხართ, შემოგვიარეთ ვინილში. არ ინანებთ.

BANNER

3 comments:

  1. blogger_logo_round_35

    ვაა, წაიმუშავე? :)

    მაგარია! სიამოვნებით დავეხმარები მეც თუ საჭირო გავხდი. ნამდვილად არ მეზარება, თავისებული ხიბლიც აქვს. ლევანს წარმატებები. ხომ გვჭირდება ერთი ადგილი სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და არავინ დაგიბღვერს? :))

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    პრინციპში არც არსადა დაუბღვერიათ სადაც დავდივართ. მაგრამ აქ მართლა სულ სხვაა :)

    ReplyDelete
  3. hg

    ბარი მომეწონა, აუცილებლად ვეწვევი ბათუმში ვიზიტისას :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]