Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მე გაგიწვიმებ

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90
BANNER

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90
ასეთი გრძელი ზაფხული არ მახსოვს. ალბათ იმიტომ რომ კარგა ხანია არ გაწვიმებულა. ხო, ადრე წვიმდა ხოლმე. მზიანი დღეების შორის რაღაცნაირი „პრაბელი“, სასვენი ნიშანი იყო წვიმა. წივიმის გარეშე ეს ზაფხული კი ერთ დიდ დღეს ჰგავს, სწორედ ასე გამოიყურება ეს ერთი დღე როგორც წინა წინადადება. მაგრამ რას იზამ... ანომალიური კლიმატის პირობებში ვცხოვრობთ, ანომალიურ ქცევებს ვაწყდებით და ზოგჯერ ანომალიურ ადამიანებთანაც გვაქვს ურთიერთობა.

მიწის ზედაპირი ისე გაფხვიერდა მტვრის სქელი ფენასავითაა. ღამით ზღვაზე მივდივარ ხოლმე. საოცრებაა ღამის ზღვა...



sea-at-night-wallpaper

უმშვიდესი, მძინარე, მთვარის ნათებით მოვერცხლილი ზღვა. გაიშოლტები წყალზე, გაწვები და ვარსკვლავებით მოკირწლულ ზეცაში ჩაიღვრები... თან ისეთი სიმშვიდე გეუფლება თითქოს შენც ზღვის და ცის ნაწილი ხდები... და სულ არ გინდა ხმელეთზე გამოსვლა....აქ კარგია, აქ სიმშვიდეა და სიგრილეც...

28539451

ზღვა წვიმის დროსაც კარგია. გიცურვია წვიმაში? ოოო... თუ კი - მაშინ გაგახსენდება ეს განუმეორებელი შეგრძნება... ღამე, ზღვა და წვიმის თბილი წვეთების შხაპაშხუპი შენს სხეულზე... წვეთებისგან დაწერტილი ზღვის ზედაპირი და... წვიმის .... ო როგორ მომნატრებია.. წვიმის ხმა....



მოდი აქ მაინც გაჩუქებ წვიმას....
თუმცა მოვა დრო როცა თავსაც კი მოგვაბეზრებს..მაგრამ მანამ ასე...აქ გავაწვიმებ.


aqqa


61359504_1278710516_mne_prisnilsya_shum_dozhdya

კარგია როცა წვიმს. არსად გეჩქარება. 

31353190

არც იმაზე ფიქრობ არ დავსველდეო. წვიმს და მისი მელოდია გამშვიდებს... 

147

გსიამოვნებს... როგორც გაკეთებული პეშვი წვიმის წყლით – შენშიც რაღაც რომ ივსება, ირწყვება. იფილტრება დამტვერილი აზრები და ჰაერივით გამჭვირვალი ხდებიან.... ისე აღარ გეხუთება ოცნება ... წვიმს...

11796971_9854347_00000037




წამოდი, გავიწუწოთ...
BANNER

10 comments:

  1. blogger_logo_round_35

    არ ხარ შენ კარგი ადამიანი :/

    ReplyDelete
  2. blank

    სტატუსად მიწერია, "ეს ის ბათუმი აღარ არის"-ო. კლიმატიანად შეიცვალა ყველაფერი. ადრე (თბილისში გადასვლამდე) მიხაროდა ხოლმე ბათუმის "გამოცოცხლება", ახლა კი, არდადეგებზე რომ სახლში ვბრუნდები, მაღიზიანებს ეს ხალხმრავლობა, ჩემი წყნარი, წვიმიანი, სევდიანი ბათუმი მენატრება...

    პ.ს. მიხარია, ბათუმელი ბლოგერები რომ აღმოგაჩინეთ, თქვენი ერთგული მკითხველი ვხდები :)

    ReplyDelete
  3. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    @ნანა
    მალე გაგიწვიმდება, ნუ იბუტები.:))))

    @Seefräulein
    ცვლიებების მიუხედავად ბათუმი მაინც დარჩემა "შენი"

    გაიხარე.დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  4. blank

    გაწვიმდა :) არ მეგონა წვიმა თუ მომენატრებოდა :D
    მომწონს შენი ბლოგი

    ReplyDelete
  5. blank

    imdeni idzaxes batumelebma cvima agar gvindao dagijerat :((

    ReplyDelete
  6. blank

    დათო, ძალიან ლამაზად წერ, ზღვა და ვარსკვლავებიან ცაში ჩაძირვა.. :-) საინტერესო ბლოგი გაქვს ძალიან დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, წერე რააა :-)))
    მაია

    ReplyDelete
  7. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ცოტათი წავიშამანე ბლოგზე და გამიწვიმდა :) საწყალი კრისი... იმედია არ გაიგებს ჩემს ბრაეულობას.
    ნათია,მაია - გაიხარეთ. დიდი მადლობა. დავწერ აბა რას ვიზამ ;)
    xissunianisaxli - ხო, ძალიან დამჯერე გახდა ეს ამინდი. აღარ გვინდაო და აღარც წვიმდა. დავწერე მენატრებითქო და მოვიდა :)

    ReplyDelete
  8. blank

    ღამე არ მიცურავია. მეშინია ცურვა როცა ჰორიზონტს ვერ ვხედავ.

    წვიმაში კიიიიი და რა სასიამოვნო წყალიააა:) ტალღები და თბილი წყალი. ზემოდან კიდე შხაპუნა წვიმა :)

    ReplyDelete
  9. .com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiBhT1JOKq2z90ULZYRkcLGovj5UxJ4bzAolCDpplawRWQv9QS_7mUwF7BImOLPFa3nKhfqMLCyWBTJg10ZckEfvJpNi56awzyz4PvWwzdGqnxdJCMEDl6WYX7JDecwOw/s45-c/

    ზღვა და წვიმა ერთად ჩვენ, ვინც ბათუმში არ ვცხოვრობთ და მხოლოდ ვსტუმრობთ მას, მგონი არც ერთ არ გვიყვარს, თუმცა აქ კარგი იყო წვიმის ხმა, ნაზი აკორდები და ეს ფოტოები...

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      ხოდა უნდა სინჯოთ ღამით ცურვა. არ ინანებთ

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]