Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბათუმური ბარები. სალვეს ახალი ბარი და გემრიელი ყავის მისამართი

DSCN0201
BANNER
DSCN0201
რატომღაც წესად დამკვიდრდა რომ ბათუმში ბარებსა და რესტორნებს სეზონის გახსნისთანავე კი არა, სეზონის შუა - ივლისის მიწურულს ხსნიან. არვიცი რატომ ჰგონიათ რომ ივნისში ნაკლებად სურს დამსვენებელს ყავა ან ლუდი. მაგრამ ასე ხდება და რავქნათ. არის შემთხვევები როცა ბარის მეპატრონე ფეხს ითრევს, რის გამოც სეზონზე მხოლოდ 2-3 კვირა თუ უწევს მუშაობა. შემდეგ კი წუწუნებს "ხალხი არ არის"-ო. ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება. ხოდა ვისაც არ ეხება, იმაზე გიამბობთ.

სალვეს ბარი თბილისში საკმაოდ ცნობილია. თავისი მუდმივი კლიენტებიც ჰაყვს და ქომაგთა საკმაოდ დიდი არმიაც. პეროგარჭობილებს ნაკლებად დააინტერესებთ ასეთი კონცეპტის ბარი. აქ უფრო შინაურული, ბავშვობაში ნათამაშები შტაბობანას. მხატვრის სახელოსნოსა და შენი ყრმობის აგარაკს შორის მერყევი განწყობაა ვიდრე გლამურ-ბისერ-შმისერ-პეროიანი.


DSCN1259
სალვეს ბარი ბათუმში
სწორედ ასეთი კონცეპტი განგაწყობს თანამოსაუბრესთან ტკბილხმოვან ბაასზე და არა ტუჩებ დაბერილი, საავატარო ფოტოს გადასაღებ საპოზიოროდ. ვინც თბილისში სალვესთან ნამყოფია მიმიხვდება რაზეც ვსაუბრობ. თუ არადა მოდით ბათუმში. მემედ აბაშიძის (სტალინის) ქუჩაზე. თურქული საკონსულოს გვერდით. სადაც ადრე ღვინის სახლი იყო. ეს კი ისეთ შორეუ წარსულში იყო რომ ... ღია არც კი მახსოვს როდის ვნახე. სამაგიეროდ ახლაა ღია ყველასათვის.

ყოფილი "ღვინის სახლი"-ს სასახელოდ უნდა ითქვას რომ მართლაც არაჩვეულებრივად ორიგინალური, უჩვეულო და ლამაზი ინტერიერი ქონდა და არის კიდეც. აქ აღმოსავლურ- ქართულ- ქალაქური

DSCN1261
ყოფილი "ღვინის სახლის" ჭერი

დაივიწყეთ ყოველგვარი გლამური. მიდით მეგობრებთან და გაერთეთ. ერთი ამდაგვარი ბარი შარშან გაიხსნა ბათუმში. ვინილი

DSCN0325-1+-+%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BF%25D0%25B8%25D1%258F
ვინილი
ძალიან პატარა და ძალიან საყვარელი რამ. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მართლა მომწონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მწეველთა რაოდენობა 3 არ აჭარბებს.  ხოდა თუ იხილეთ და მოგეწონათ ვინილი. მაშ ესეც მოგეწონებათ.

DSCN1264
სალვეს ბარი ბათუმში. სავლეს ბაბუის პორტრეტით
DSCN1268
სალვეს ბარი ბათუმში
სხვათაშორის, რაკი ბარებზე ჩამოვარდა საუბარი კიდევ ერთ ბარს მიგასწავლით. 
ჟორდანიას ქუჩაზე N 24-ში ( სომხური ეკლესიის გვერდით) ერთი პატარა, ძალიან მყუდრო და ლამაზი კაფეა. ესპრესო ბარი "სინატრა". თუ ხალხმრავლობა არ გხიბლავთ და წყნარად, მყუდროგ გინდათ განმარტოვდეთ. ან უბრალოდ ბათუმში ჯერჯერობით საუკეთესო ყავა დალიოთ.. როგორც ყავამანი გირჩევთ "სინატრას" ეწვიოთ. აქ მართლაც ძალიან კარგად აკეთებენ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოს, ამერიკანოს და კიდე ბევრ, ძალიან გემრიელ რამერუმეებს. + ფრანგული მუსიკა და შესაბამისი განწყობა, რომელიც ლანგარზე დადებულ ფინჯან ყავასთან ერთად მოდის.
nikon+-+%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BF%25D0%25B8%25D1%258F
სენატრა
Foto0014
სინატრას ლატე, ამერიკანო და ბანანის შეიკი.


სხვა დანარჩენებზე რა მოგახსენოთ. ძალიან კარგ ცხელ შოკოლადს აკეთებდნენ სინემაში. თუმცა არა მხოლოდ ცხელ შოკოლადს. უგემრიელესი სამზარეულო აქვთ. უბრალოდ წელს რემონტის გამო შეფერხდნენ (ქუჩაზე მიდის სარემონდო სამუშაოები და შენობაც მიაყოლეს).  პრეს კაფე - ჩემი ახლო და კეთილი მეზობელი. უსადენო ინტერნეტითა და მშვენიერი ინტერიერით ყოველთვის იტყუებს თავის მომხმარებელს. ვინილი. ისევ ისე, ძველებურად მუშაობს და ქუხს. "ცნობილი "პრივეტ იზ ბატუმა", რომელმაც რემონტი სულ ახლახანს დაასრულა და მაინც ვერანაირად ვერ მომხიბლა.. ძალიან ხმაურია (ჩემთვის) და რაღათქმაუნდა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ღია ბარები (რომლებზეც მომდევნო პოსტში გიამბობთ).

 ა, ხო. მალე კიდევ ერთი ბარი გაიხსნება ბათუმში. ეს ბარბარეს ეკლესიის გვერდით, ამებას ( ასე შეარქვეს) ძეგლის გვერდით. შენობის დიზაინი მე პირადად ძალიან მომწონს. შეგნით ინტერიერს ცოტათი კიდე მიხედავენ იმედია და მალე ბათუმს კიდევ ერთი, ბათუმური ბარი ექნება. აი პეროებით ივლიან იქ თუ პეროს გარეშე.. ამას გახსნის მერე გავარკვევთ.

100NIKON+-+%25D0%25BA%25D0%25BE%25D0%25BF%25D0%25B8%25D1%258F

მანამდე კი, თუ რათქმაუნდა ყავა მოგინდათ და გარეთ გასვლა, ან მოდუღება, ან მოთხოვნაც გეზარებათ.. შემოიარეთ ჩემს ვირტუალურ კაფეში და აირჩიეთ მოგზაურობა თუ ყავა?

BANNER

6 comments:

  1. 1107

    კიდევ ერთხელ შემაწუხა კითხვამ - ჩვენ SAD JANDABASHI ვიარეთ აბა?????????????? :აღშფოთებულისმაილიკი:

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    :) ვინილის გარდა ეგ ახალ გახსნილია :) ასე რომ... სამომავლოდ გეცოდინება :)))

    ReplyDelete
  3. tumblr_lhan5sXAxN1qc6q5xo1_500

    უკვე ძალიან ძალიან მენატრება ეს ქალაქი
    და რომ ჩამოვალ ყველგან შევივლი და დავაგემოვნებ <3

    ReplyDelete
  4. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    შენ რას "გვემუქრები" ამ ჩამოსვლით :) ჩამოდი ერთი და მერე ისაუბრე :)))

    ReplyDelete
  5. blank

    ზუსტად სად არის სავლეს ბარი ბათუმში?? ევროპის მოედანთან რომ არის ვიცი, მაგრამ ზუსტად სად? პრეზიდენტ პლაზასთან, აფთიაქის ჩაყოლებაზე, თუ??

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      ევროპოს მოედანთან არ არის. აბაშიძის ქუჩაზეა, თურქეთის ძველი საკონსულოს გვერდით. გუდვილის ბულანჟერიის წინ.

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]