Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

в батуми что то хулиовое происходит :) ან "ენრიკე კაი ბიჭია მარა ჩვენი გოგო ჯობია"

Desktop
BANNER
Desktop

- გოგო ენრიკო არ გამოჩენილა?
- ენრიკო? კი რავა არა, აგერ ჩაგირბინა ფენოვანით ხელში ..ჰეეეჰეჰეე...


DSCN2367
სიმართლე გითხრათ ამდენი ხალხი არც მახსოვს... ამ საუკუნეში ნაღდად

ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას რომ შეშურდება სამიტინგოთ. ლეიბორისტებს რომ ნერწყვი მოადგებათ, "ეჰ რა მასალა ფუჭდება"-ო აი ისეთი, იმდენი, იმოდენა ხალხი. ჯერ ქუჩების გადაკეტვით პარალიზირებული ისედაც ნახევრად გადათხრილი ქალაქი ერთ დიდ მდინარეს დაემსგავსა. ამ დინებას ძირითადად ერთი მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტის და ტრანსპორტზე მიკრული, ფეხით მოსიარულეთა მასა წარმოადგენდა. აბა გეცადა და "აღმა აყოლოდი დინებას". სულ ორი დინება იყო. ერთი კონცერტისკენ მიმავალი - რომელმაც ჯერ არ იცოდა რომ მოედანზე უკვე დათვალეს ზუსტად 8000 კაცი და ჩარაზეს ჭიშკარი. და მეორე რომელსაც ცხვირ წინ ჩაურაზეს ჭიშკარი და გამწარებული მიიკვლევდა გზას მონიტორისკენ. მე პირდაპირ მონიტორთან გადავედი. უფრო ახლო იყო ვიდრე ხულიოვიჩი და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე ნიჟარაძე.

DSCN2369
სტეფანეს ვარცხნილობამ გამოაფხიზლა ხალხი
რაც დამხვდა დამარწმუნა რომ ანალოგიური ღონისძებები ძალიან კარგია... ძალიან კარგია ქალაქიდან შორს რომ კეთდებოდეს. ემტივის მარიაჟს რა ვუთხარი "ეს კაი მოედანიაო" თორე ახალი ბულვარი ზისტად რომ მისწრება იყო ასეთი ღონიძიებისთვის. ან ეს 8 ათასი რა იყო? 8100 რომ ყოფილოყო ენრიკეს თვალი ეცემოდა და ვერ ააღებდა პირს თუ რაა.
DSCN2372
არ ვიცი ზუსტად რამდენი იყო "ევროპის" მოედანზე. მაგრამ აქ შვიდიათასს ნაღდად აღემატებოდა
დრამატული თეატრის მოოქროვილი ლომები საწყლად წკმუტინებდნენ ხულიოვიჩის თაყვანისმცემელთა ფეხებქვეშ. მაგრამ ძალა აღმართს ხნავს. ენრიკე სცენას...
- გოგო ნრიკე კიდე არ გამოჩენილა?
- ეწ გოგო არათო, ვერ ხედავ ჯერ სტეფანე იწუწება ოფლში!?
- ნენა რა აქ აი თავზე?
- მაი პრიჩისკაა
- პრიჩისკა კი არა სიაბდლეა მაი... ფი...
DSCN2378
ხალხი არა მხოლოდ მოედანზე იდგა. ეუსთაველი პარალიზებური იყო.
სანამ სტეფანე და ჩვენი სამი პოპ დივა სცენაზე ფაციფუცობდნენ, რიუსთაველის ქუჩაზე პოლიციას ცალკე კონცერტი ჰქონდა მისი ფანკლუბით.
- მოქალაქეების საყურადღებოოდ. გადადით ტროტუარზე, გაათავისუფლეთ მანქანის სავალი ნაწილი... გადადით ტროტუარზე... ტროტუარზეეეე... მოქალაქეე ტროტუარზეეე... ტროტუა... ე გოგო ადი ზემოთ რას დარბიხარ ამ შუა ქუჩაში....
- აგზედ გედვიდეთ. ე,
- მოქალაქეების საყურადღებოოდ. ავიდეთ ტროტუარზეეე...
- შე კაცო, ტროტუარი-ტროტუარი.. ავალ მარა მეორე ქუჩაზე გადამიყვანს აი ტროტუარი? ბიჯოს!?
DSCN2383
ბათუმში ამ დღეს მთელი საქართველო იყო, ყველა კუთხე. ამაში ყურიც დარწმუნდა და ფეხებიც...
სიჩქარეში დამავიწყდა სამი კანონი, რომელიც ასეთ კონცერტზე აუცილებლად უნდა დაიცვა. 1. არ უნდა ჩაიცვა სანდლები, ლასტები ან ის ფეხსაცმელი რომელიც თითებს გაგიშიშვლებს. - ფეხი კი არა აღმაშენებლის საფლავი მეგონა, ყველამ გადამიარა ენრიკეს, ხალვაშის და ბადურაშვილის გამოკლებით. 2. უნდა იქონიო წყალი - ერთ ბოთლ ბორჯომის წყალში ბებომ 3 ლარი ამაფრცქვნა. და მესამე არ უნდა წაიყვანო ბავშვი ( ეს პირობა პირნათლად შევასრულე. უბრალოდ ისე გამახსენდა.სიტყვაზე)
DSCN2384
პარალიზირებული არა მხოლოდ ქუჩები იყი. რიგი სახლებიც, რომელთა მაცხოვრებლები ხშრ შემთხვევაში დედას იფიცებდნენ რომ აქ ცხოვრობდნენ. ან საკუთარ დედას იფიცებდნენ, ან ენრიკოს დედას... მონატრებით
-ე ბიჯო შემიშვი სახლში. აქ ვცხოვრობ!
- კაი ერთი. ოცდამეათე ხარ უკვე ეგ რომ მითხრა. ეს ხუთსართულინი რეზინის ხო არაა?
- ბიჯო ვცხოვრობ აქ და რა ვქნა ახლა? სახლში არ შევიდე?
- მატყუებ. არ ცხოვრობ!
- შენ ჩემი სიდედრის რა ხარ ჩემი ძმა? რას არ ვხოვრობ. აბა სად ვცხოვრობ მითხარი!?
- რავიცი მე?
- ხოდა მე ვიცი და შემიშვი. ამ მათხუარის (ენრიკო) გულიზა დავრჩე უნდა გარეთ?
-
DSCN2389
ენრიკე კაი ბიჭია. მაგრამ  ჩვენი გოგო ჯობია ( სოფო)
სტეფანეს შემდეგ ჩვენი მშვენება, სოფო ნიჟარაძე გამოჩნდა.. რათქმაუნდა წითელ კაბაში. პრინციპში ემტივიმ ერთი კარგი რამ ქნა. ნაფსი გატეხა და ქართველი პოპ ლამაზმანების მშვენიერი ფეხების ხილვის საშუალება მისცა ხალხს. რას მალავდნენ ? რატო მალავდნენ? ვის უნახავდნენ... აააა ხოოო!!! ემტივიიის :)

DSCN2393
მოედნის ცენტრში, შიშველ ბერძენთან იდაგა მოსთვის და ქოთან ბოულინგს სთავაზობდა ხალხს.
საერთოდ ფასები საქართველოში საინტერესოდ თამაშობს... ყოველთვის. დოლარი დავარდა?- საქონელი გაძვირდა. დოლარი ავარდა? - საქონელი გაძირდა. ომი დაიწყო?- საქონელი გაძირდა. შორენა ჩამოვიდა? ბალი გაძვირდა. ენრიკო ჩამოვიდა? - წყალი გაძვირდა და მიყვა ყველაფერი რისი გაძვირებაც შეიძლებოდა. ეს თამაშიც უკვე დაჩვეული 5 ლარიდან 15 ლარზე ავიდა... რას გვიშვება ეს მთავრობა!?
ხულიოვიჩის მოლოდინში დრო საშინლად იწელებოდა. გურულები, მეგრელები, სვანები, რაჭვლები, იმერლები, აჭარლები, ლაზები, ქართლელები, კახელები, გურული ჩნელები. ბათუმელი ამერიკელები, თეთრები, შავები, დამწვარები და ლეღვით გარუჯულები დღეს ენრიკემ გააერთიანა. გააერთიანა და ხარჯი ნაქნარია, აქედან ყველა მივდივართ ნატოში.

წელევანდელი ზაფხული =  შორენა და ბალი ." ეზოში ავი ლეღვია". ენრიკო და ... აი ეგ გასარკვევია!!!
BANNER

15 comments:

  1. 1

    დათო, მიყვარხარ... <3


    :)))))

    :უპ:

    ReplyDelete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    :) შენ გაიხარე ვასასიი :)) ჩამოდი დროზე. რომელიმე ჰოლივუდელს მაინც შეგახვედრებ ;) :))))

    ReplyDelete
  3. 1996

    ვუყურე დღეს სტეფანეს და აქამდე ვფიქრობ: кто из них Хулиоевич а кто Стефане... :D

    ReplyDelete
  4. blank

    mokled ar vyopilvar kidev kargi mand, didid madloba dato, saqmis kursshi chamayene :D gavige yvelaperi :D saintereso postia :* eLL

    ReplyDelete
  5. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    სამაგიეროდ რა პრიჩესონი ქონდა? შენ რეაქცია უნდა გენახა მონიტორზე რომ ეგ გამოჩდა :))) 7000 - ერთდროული ჰეჰეეეე :)))))

    ReplyDelete
  6. IMG_8972bwsm

    შენ გაიხარე, დავიღვარე ცრემლად :D:D:D

    ReplyDelete
  7. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    :) გაიხარე! მერე იტყვის ენრიკე "ჩემზე ცრემლები ღვარესო" :)

    ReplyDelete
  8. blank

    სოფლის სტადიონზე ჩამოსული მომღერლები გამახსენდა :დდ

    ReplyDelete
  9. 1

    :d :D ათში მანდ ვარ და, როგორც მინიმუმ, ჯორჯ კლუნი დამახვედრე.. :დ

    ReplyDelete
  10. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    კლუნი? :))) კაი, რაიმეს მოვიფიქრებთ მანამდე ;)

    ReplyDelete
  11. 1

    მზე იყოს მთავარია.. :))

    მზე დამახვედრე და კარგი ცხოვრება, მეტი არაფერი მინდა მე.. :დ

    ReplyDelete
  12. blank

    ვაი, ამ წამხდარ განწყობას ეშველა ახლა ფაქტიურად. სამსახურში გიჟად მთვლიან ოღონდ, რა აცინებს ამ უპატრონოსო :-D

    რჩევები აშკარად კაია, მე არც ვყოფილვარ ოღონდ და მაგ რჩევებიდან ერთ-ერთი რომ არ გაითვალისწინეს ჩემებმა და ბავშვი წაიყვანეს, მაგიტომ დავიტანჯე! ახლაც მიკვირს რომ ვიხსენებ საიდან გამოვაღწიე ცოცხლად ;-)

    ReplyDelete
  13. blank

    ისა, დათო, განა ნამეტანი კაია ჩემი ბლოგი რომაა შენს ბლოგროლში, მარა მისამართი შევიცვალე და ბარემ ახალი ჩაამატე რა :-)

    მადლობა ისე, გამიხარდა აქ რომ დავინახე საკუთარი თავი.

    ReplyDelete
  14. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ხოხ, შენც გადაპრესდი? :) საინტერესოაა!! :) ჩასწორებულ არს უკვე :) გაიხარე

    ReplyDelete
  15. blank

    ხო, იქ უფრო მარტივია რაღაცეები. შენც გირჩევდი, დომენი რომ არ გქონდეს :-)

    მადლობა ჩასწორებისთვის:-)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]