Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სისხლის ზღვა

0_8b6e2_975385ee_XL
BANNER
0_8b6e2_975385ee_XL

delphinძნელია ამ არსებას უბრალო ძუძუმწოვარი უწოდო. ის საოცრად მომხიბვლელი, ჭკვიანი და საზრიანია. ძუძუმწოვართა შორის ალბათ ძაღლის და კატის შემდეგ (მათ წინ თუ არა) სწორედ ის იკავებს "ადამიანის მეგობრის" ნიშას. რამდენჯერ მოვხიბლულვართ მათი, რამდენჯერ მივსულვართ დელფინარიუმში, რამდენჯერ გაგვივლია კიდეც გულში რომ ის იმდენად ლამაზი და ჭკვიანია რომ გარკვეულწილად სასჯელიც კია მისი აუზში ტყვეობაც ჩვენდა გულის გასახარად და თვალსეირად. თუმცა მათი "მომღიმარი" სახის და ოინების შემყურეს გიხარია კიდეც რომ გაქვს შანსი მათთან ახლოს ყოფნის. არ ვიცი თქვენგან რამდენს გქონიათ შანსი ღია ზღვაში მათი ხილვის ან კიდე მათთან ცურვის. ეს ენით აუღწერელი რამაა. დელფინი. არსება რომელსაც ძალიან ადვილად შეუძლია ჩვენი მოჯადოება. ლურჯი ზღვიდან ამოცურებული დელფინი - მშვენიერია.
იცით თუ არა რომ დელფინის ემბრიონი, როცა დედის მუცელში იმყოფება, ძალიან წააგავს ადამიანის ნაშიერს. იქნებ ისიც გაგიგიათ რომ არსებობს ლეგენდები, რომლის მიხედვით დელფინები ადამიანთა წინაპრები არიან, რომლებმაც უარი განაცხადეს დედამიწაზე ამსვლაზე. თუმცა ადამიანებთან კონტაქტი მაინც არ გაუწყვეტიათ. მაგრამ დღეს არა დელფინებზე, არამედ დელფინების ყველაზე კარგ და დიდ მეგობარზე ადამიანზე მინდა მოგითხროთ.


48019159_DSC_1633089

დანიაში, ფარერის კუნძულებთან ყოველ წელს ზღვა წითლდება. არა რაიმე წყალმცენარეების ან ქიმიური ქარხნების მიერ ჩაღვრილი ნარჩენების გამო. აქ, ყოველ წელს დანიელი ჭაბუკები და მამაკაცები თავიანთი მამაკაცობის დასამტკიცებლად ზღვის ნაპირთან იკრიბებიან და ნაპირთან ახლოს მოდენილ დელფინებს ხვდებიან. "ხვდებიან"!?

DSC_1678132

გრინდები, ასე უწოდებენ ამ ჯიშის დელფინებს. რომლებიც დანიის ნაპირებთან ბინადრობენ. დელფინებს რომლებიც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან ადამიანებთან მეგობრობას...
მომაკვდავი, ალესილი კავებით დაფატრული დელფინები კუდს განწირულად ურტყამენ წყალს, ცდილობენ თავის დაღწევას. მაგრამ ამაოდ. ზურგიდან ყოველ ამოსუნთქვაზე ჰაერის ნაკადს წითელი შადრევანიც მოყვება. სასოწარკვეთილნი სიკვდილის წინ კი ისეთ საზარელ ხმას გამოცემენ... რომელიც თვითმხილველთა თქმით ძალიან წააგავს პატარა ბავშვის განწირულ ყვირილს. მათი სისხლით გაწითლებულ ზღვაში კი წელამდე შესული ვაჟები ერთმანეთს ეჯიბრებიან - ვინ მეტს, ვინ უფრო სწრაფად და ვინ უფრო ოსტატურად მოუსწრაფებს სიცოცხლეს. თუ ადრე ეს ჭაბუკის მამაკაცად ქცევისადმი მიძღვნილი ინიციაციის გარკვეული რეტუალი იყო. დღეს ეს უბრალოდ სისხლიანი სასაკლაოა. სადაც ბუნების გვირგვინი, ზნეობის მწვერვალი ადამიანი წელამდე სისხლში დგას და ეს მას უხარია. სისხლითაა გაბრუებული და მთვრალი. სხვა არაფერი შეიძლება უწოდო ამ სანახაობას....

d0b8d0b7-d0b6d183d180d0bdd0b0d0bbd0b0_small
0_8b6e0_a3444bb5_XL
0_8b6df_202f2004_XL
0_8b6de_1ee9cb17_XL





რა შეიძება თქვა ... სისხლიან ზღვაში მდომებო მოგიტყანთ ადამიანობაც და ფესტივალიც 
BANNER

13 comments:

  1. mn_iraq_soldier_trains
    Replies
    1. youtube_profile

      Tundac veshapi da zvigeni iyos, tavis garemoshi arian da isev chven vuvardebit, tviton xom ar modian chventan saxlshi.

      Delete
  2. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    დელფინია.Калдеронски дельфин (Гринд).

    ReplyDelete
  3. blank

    ღმერთო, რა საშინელებაა!
    სად არიან ცხოველთა უფლებების დამცველები? სად არის საზოგადოება? ეს ადამიანები ხომ არ მალავენ სახეებს. რატომ არ სჯიან? მათი ამოცნობა ადვილია. რატომ არ კრძალავენ.
    რატომ.

    ReplyDelete
  4. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    არანაკლები სისასტიკით ვუსწორდებით სხვა ცხოველებსაც. სპილოდან დაწყებული სელაპის ნაშიერით დამთავრებული, რომელსაც დაბადებიდან 3 კვირის თავზე თავში დარტყმით კლავენ მისი თეთრი ბეწვის გამო.
    ამ ფაქტთან დაკავშირებით კი აი აქ შემოდით
    http://www.thepetitionsite.com/1/ban-whale-slaughter-in-faroe-islands/

    ReplyDelete
  5. 1996

    დავით, ეს რომ სისასტიკე და ამაზრზენია, საუბარიც ზედმეტია! თუმცა, დელფინარიუმით რომ ვამაყობთ, არც ის მგონია მე მართებული - ადამიანის გასართობად წყვეტენ თავისუფლებას და საკვების გამო ამაიმუნებენ და აპამპულებენ!!!

    ReplyDelete
  6. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

    ეგ მეც ვთქვი და დავწერე კიდეც. მითუმეტეს ისეთი პატარა დელფინარიუმი როგორიც ბათუმის დელფინარიუმია. ჩვენ უბრალოდ მისი არსებობის ფაქტი გვახარებს თორე დელფინებისთვის ის ძალიან პატარაა. მითუმეტეს 7 თუ 8 დელფინია უკვე. ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მაგალითზე რომ იყოს აშენებული - სადაც დელფინებს ვეება აუზები აქვთ კიდე ჰო. თუმცა მაინც დელფინი არარის აკვარიუმის თევზი. ისევე როგორც მეცვხარე თორმეტსართულიანის აივანზე დასამბელი ძაღლი (ცუდი შედარებაა, მაგრამ ახლოა)

    ReplyDelete
  7. blank
    ვახო ჯაფარიძეThursday, October 03, 2013

    საერთაშორისო ორგანიზაციები რას აკეთებენ ამ დროს???

    ReplyDelete
  8. blank

    როგორც წესი - აღშფოთებულები არიან

    ReplyDelete
  9. blank

    moosaaklavebi ariian .. araadaamianeebii !!! fuuuf : (((((

    ReplyDelete
  10. blank

    au nervebi meshleba raa

    ReplyDelete
  11. blank
    Anastasia JaniashviliThursday, October 03, 2013

    fuu magatii....

    ReplyDelete
  12. youtube_profile

    Egec diadi evropa. Barbarosebi.
    Vinc cxovelebc ase eqceva, is adamianad ar sheizleba chaitvalos. Ginda ususuri bavshvebi da moxucebi dauxocavt da ginda daucveli cxovelebi.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]