Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შტორმის შემდეგ

_DSC0286
BANNER
_DSC0286

არადა რამოდენიმე დღის წინ ახლოსაც არავის იკარებდა. დღეს კი თოლიების თეთრი გვირისტით მოქსოვილი საფარი ეფარა და ისე ირწეოდა. ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადაგა, ზღვაც, მდინარეც, ცხოვრებაც ... სიმართლე რომ ვთქვა, შტორმზე უფრო მეტს სხვები საუბრობდნენ, ვიდრე ბათუმელები. ალბათ ზღვის სიახლოვემ გაგვინელა შეგრძნებები. ჩვენ ხომ ზღვაზე როგორც წესი არ ვსაუბრობთ... აქ მას სიტყვების გარეშე ეტრფიან, არავერბალურად, უფრო ემოციურად... სულის დონეზე. სხვები კი სიტყვებს ითხოვენ. ხშირადაც საყვედურობენ აქაურებს - ზღვა გაქვთ და ვერ აფასებთო. თუმცა ეგ იგივეა ხევსურს, თუშს ან სვანს მთების სიამაყეზე და სიმშვენიერეზე წაუკითხო ოდა და იქეთ აუხსნა თუ რა არის მთა.

თუმცა ზღვას იშვიათად, მაგრამ მაინც გამოვუტყდებით ხოლმე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მის გარეშე ბათუმი - ბათუმი არ იქნებოდა ....

_DSC0327

რამოდენიმე დღის წინ სანაიროზე გავისეირნეთ. მიუხედავად იმისა რომ ის ძალიან ახლოსაა, რატომღაც იშვიათად დავდივართ აქ. ყავა შევუკვეთეთ. გავცქედით პორტში ნება-ნება ტალღებზე დარწეულ გემებს და ისევ იმ შორეთზე ვსაუბრობდით... რომელიც იქ, სადღაც შორსაა. აქ ყოველთვის ასეა. არ ვიცი რა მოქმედებს ჩვენზე, გემები, ზღვა, ნავსადგური თუ ყველაფერი ერთად. მაგრამ აქ ყოფნისას ყოველთვის სხვა ქვეყნებზე ვსაუბრობთ... მოგზაურობაზე... თავგადასავლებზე ... მიყვარს აქ ყოფნა, მომნატრებია. საერთოდ გარეთ ყოფნა მომნატრებია ...

_DSC0309

სიწყნარეა და სიმშვიდე... სიწყნარე, სიმშვიდე და სიცივე. ხო... და ბევრი, ძალიან ბევრი თოლია... აი იმდენი - ზღვას რომ ათეთრებენ სიმრავლით. ირგვლივ ყველაფერში იგრძნობა რომ მალე რაღაც შეიცვლება ... მალე

მანამდე კი შტორმის მიერ არეულ დარეულს ვალაგებთ. ცოტა დაგვრჩა, აქა იქ და მორჩა ... თუ ისევ არ გაგვიბრაზდა...

_DSC0407-001

BANNER

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]