Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Gardenia - აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი

patara+samotxe
BANNER
patara+samotxe

პირველად სიუჟეტი ვნახე, შემდეგ სოციალურ ქსელშიც მოვიწონე გვერდი, ვათვალიერებდი სურათებს და ძალიან მშურდა იმ ადამიანების ვინც იქ იყო, ეს სილამაზე ნახა, განიცადა და გადაიღო. ხოდა რა გასაკვირია თბილისში ყოფნისას აქ რომ შემოვიარე. მითუმეტეს როცა მზით დათანგული თბილისი ტაფაზე დადებული კეფალივით შიშხინებდა.

ტაქსისტებში როგორც წესი ყოველთვის "მიმართლებს". მუდამ ერთად, კითხვა კითხვით ვიკვლევთ გზებს. ახლაც ასე მოხდა, თუმცა მოვაღწიეთ. მოვაღწიეთ და შემოვედით.

არა, დაივიწყეთ ყველაფერი რაც კი ფოტო და ვიდეო მასალა გინახავთ. მერწმუნეთ, საკუთარი თვალით დანახულს არც არაფერი სჯობს და მითუმეტეს, ამ ყველაფერს ერთი ფოტოკამერით ვერანაირად ვერ შეიგრძნობთ. ყველაფერი იმაზე მეტად გასაოცარი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. წავიდეთ, ვნახოთ!

34

36

_DSC0005

Fotor0715145311

ოხშივარ ადენილი ასფალტიდან და მტვრიანი ქუჩიდან, პატარა კარის ზღურბლს იქით ნამდვილი წალკოტი მელოდა. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი ბაღი, ეს პატარა სამყარო იყო და ამ სამყაროში მშვენიერ ყვავილებთან ერთად საკამაოდ უცნაური არსებებიც ბინადრობდნენ. რომლებიც აი ასე, უეცრად აღმოჩნდებიან რომელიღაც ყვავილის უკან ჩამალულნი.

arseba+1

arseba+3

arseba+4

arseba+5

arseba+6

arseba+7

arseba+8

და ყვავილები?! აქ ირგვლივ ყველაფერი ყვავის. ბაღის უკან გაჭიმულ სათბურებში კი არაერთი ყვავილი ელის გასაფურჩქნად თავის ჯერს.

3
ვერც კი წარმოიდგენთ რა სურნელი დგას აქ
11

12

Fotor0715143855

Fotor0715143935

Fotor0715144016

მიუხედავად იმისა რომ ბაღი არც თუ ისე დიდია და აქ ვერ იხეტიალებთ ისე შორს როგორც ბოტანიკურ ბარში ან მთაწმინდის პარკში, დრო აქ იმაზე სწრაფად გარბის ვიდრე გგონია. უჩვეულო დეკორის, საოცარი არსებებისა და უმშვენიერესი ყვავილების ცქერაში შეიძლება ისე დაიღალო რომ ვერც მიხვდე. და თუ კი დაიღლები და მოსვენება მოგინდება, გარდენიის პატარა კაფე შენს სამსახურშია. ეს კაფე ამ ბაღიში სეირნობის და მონახულების კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და ულამაზესი პუნქტია. აი სად შეგიძლიათ ნამდვილად დაისვენოთ.



24

25

Fotor0715144256

Fotor0715144315

აქ თამამად შეგიძლიათ დაივიწყოთ ყოველგვარი ნახევარფაბრიკატი და ქიმია. ანუ ის რითაც ძირიტადად ვიკვებებით. ქაცვის, კომშის, შვინდის, ალუბის და კიდე რა ვიცი.. რისი წვნი გნებავთ, რისი კომპოტი, რისი ჩაი, კექსი და... ეჰ, იმდენი რამ ჩამომითვალეს... ხუთი წუთი ვფიქრობდი რა ამერჩია.

Fotor0715144045

Fotor0715144117

Fotor0715144134

Fotor0715144221

23

ბოლოს, როგორც იქნა ამ ყველაფრის შემოქმედსაც მოვკარი თვალი. ბაღში ფუსფუსებდა, გენერალივით დადიოდა ყვავილოვანთა რიგებში და აღლუმზე გამოპრანჭული ჯარისკაცებივით ასწორებდა გზადაგზა ყვავილებით გადაპანტულ ქოთნებს, სკამებს. ალაგებდა, აწესრიგებდა, აკოხტავებდა.

22

26

chven
ორი გურული, დათო ტრაპაიძე და ზურა შევარდნაძე
- ეს მშვენიერი რამ ყოფილა თქვენი გარდენია!
- ვითომ ?! რავიცი
- რა რა იცით?! გურულებისთვის ერთი "მექა და რომი" კი შექმენით და სხვა რავიცი
- რატომ?!
- რა რატო, თბილისში ჩამოსულები ყველა აქ მოდიან "მოსალოცად"
იცინის
- გაიხარე, მიხარია რომ მოგწონთ, კიდევ მობრძანდით.

კიდევაც მივალ, აბა რას ვიზამ, ეს სამოთხე აღმოვაჩინე, თბილისიდან 10 ლარად ტაქსით რომ მივაღწევ და აქ მოსვლაზე ვიტყვი უარს?! თუმცა ახლაც აქ ვარ. ხოდა ისა.. მენიუს მახსენებენ.

მზე დასავლეთით გადიზნიქა, ბაღს ხეების ჩერო გადაეფარა, ყვავილების თვლემის დრო მოვიდა, ცოცხალი მუსიკის და ოცნების

ჩვენც ჩაი ავირჩიეთ, მაგიდას მივუსხედით და ცოცხალი მუსიკის ჰანგებში ისევ გავინაბეთ. არა, არ ვსაუბრობდით. უბრალოდ ამ პატარა სამოთხის თვლიერებით ვძღებოდით, ჩაის ვაყოლებდით და ვოცნებობდით. ეს ის ადგილია სადაც უნდა იოცნებო, სადაც ის გრძნობა გეუფლება - ყოვლისშემძლედ რომ გაგრძნობინებს თავს. აქ მშვიდად ხარ, სახლში ხარ, შენტან ხარ. გული საგულეს გიდევს და ... კაია აქ, აქ ჩაის კი არა სულსაც დალევდა კაცი.

44
BANNER

15 comments:

  1. blank

    saidan unda gamovrto am gogos cripini?

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      საიდანაც გესმის - დინამიკიდან

      Delete
  2. blank

    ტაქსი უნდა გამოგეძახებინა და 6 ლარად ახვიდოდი :) მე მასე დავდივარ, ლოტკინზე ვცხოვრობ :) ძალიან კარგი ფოტოებია, ადგილის შესატყვისი და ტკბილი პოსტი

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      ეგ მერე მოვიფიქრეთ, გზაში :) გაიხარე, მადლობა

      Delete
  3. .com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiBhT1JOKq2z90ULZYRkcLGovj5UxJ4bzAolCDpplawRWQv9QS_7mUwF7BImOLPFa3nKhfqMLCyWBTJg10ZckEfvJpNi56awzyz4PvWwzdGqnxdJCMEDl6WYX7JDecwOw/s45-c/

    რა კარგი ადგილია, სიამოვნებით წავალ და ვინახულებ

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      ნამდვილად არ ინანებ :)

      Delete
  4. blank

    პატარა სამოთხეა:) მე იქიდან წამოსული ახლომახლო გასაყიდ სახლებს ვათვალიერებდი:))) როგორა მოგინდეა ყავა/ჩაი შეირბენ მეზობლად და დატკბები:)

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      მშვენიერი არჩევანი იქნება იქ სახლის ყიდვა

      Delete
  5. blank

    დაუზუსტებელი ინფორმაციით ვიცი რომ საკუთარი ფოტო მომსახურება აქვთ,მართალია?

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      თავად ადგილზე? არ ვიცი, ვერ გეტყვით

      Delete
    2. blogger_logo_round_35

      საკუთარი ფოტო მომსახურება აქვთ კი https://www.facebook.com/pages/Nukri-Photography/248462401857722

      Delete
  6. blogger_logo_round_35

    ყვავილების ფასები მაინტერესებს ხომარ იცით ?

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      არა, სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია

      Delete
  7. blogger_logo_round_35
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      არა, შესვლა უფასია/ ასე იყო ყოველ შემთხვევაში

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]