Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

თუშური ამბები, თავი პირველი - გზა Tusheti

tusheti+42261
BANNER
tusheti+42261
თუშეთი ალბათ ერთადერთი რეგიონია სადაც სულაც არ ვგეგმავდი წასვლას ამ ზაფხულს. მაგრამ, რიგი მიზეზებისა გამო. უძილო ღამეების, გაუსაძლისი სიცხის და ხშირ შემთხვევაში უგნებობის გადალახვის შემდეგ მე სწორედ იმ მინივენში ვიჯექი, ახმლეტის რაიონიდან თუშეთისკენ მიმავალ გზას რომ მიუყვებოდა რწევით.

გზა მოგზაურობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. თუ ამას ბათუმიდან თბილისამდე ჩამოსვლაში დაკარგულ დროს გამოვაკლებთ. თბილისიდან თუშეთამდე ძალზედ საინტერესო და საკმაოდ ექსტრემალური მარშრუტია. იმდენად, რამდენადაც BBC რამოდენიმე ხსნის წინ ეს მონაკვეთი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზების ნუსხაში შეიყვანა.

გზა დიდად საშიში ნამდვილად არარის. თუმცა როცა მარჯვენა საჭიან ავტომობილში მძღოლის მარცხნივ ზიხარ და ჯერ კიდევ რეფლექსურად ( მგონი ყველა მარცხენა საჭიან ავტომობილს მიჩვეული მძღოლის სენია ეგ) ყოველ მოსახვევში და დაღმართში ფეხით მუხრუჭის პედალს ეძებ, როცა საბურავიდან მინიმუმ 20 სანტიმეტრში თვალუწვდენელი უფსკლულია და შენ იმ სკამზე არ ზიხარ სადაც საჭეს შეგიძლია ხელი ჩაავლო - ადრენალინს შენი სხეული გაცილებით მეტს გამოიმუშავებს. ამ ყველაფერს ერთი ორად ამძაფრებს ის ფაქტი რომ გზის გასწვრივ ლამის ყოველ კილომეტრზე უბედური შემთხვევის მსხვერპლთა სახელ-გვარების, დაბადების და გარდაცვალების წლების ამსახველი სამახსოვრო წარწერები გვხდება.

თუმცა ეგ ყველაფერი შეჩვევაზეა დამოკიდებული, სულ რაღაც ნახევარი საათი და მძღოლსაც ენდობი, ვირტუალურ საჭესაც უშვებ ხელს და შენი კარის ქვეშ, სადღაც ქვემოდ, უფსკლულში ჩაკარგულ, ხევში მოჭხრიალე მდინარეს უწყებ თვალიერებას.
საცქერად კი იცოცხლე... ვერ გაძღები.

gza+1

gza+2

gza+3

gza+4

gza+5

gza+6

gza+7

gza+8

gza+9
როგორც გვითხრეს ამ გზის დაპროექტებაში ერთი თუში მეცხვარე დახმარებია ინჟინრებს, სწპრედ მის მიერ შემუშავებული მარშრუტით გაუყვანიათ გზა თუშეთის მთებში.  არადა თანასოფლელები დასცინოდნენ კიდეცო, რა შენი საქმეა გზის გაყვანაო - ნუ, ტიპიური ქართული ისტორია

gza+10

gza+11

gza+12
ბილიკი, რომლითაც საავტომობილო გზის გაჭრამდე სარგებლობდნენ. 

gza+13

gza+14

მთა ნელინელ შემელოტდა, შექაჩალდა, ფოთლოვანი ტყე უკან ჩამოვიტოვეთ. თუმცა გაშიშვლებული გზა არანაკლებ მომხიბვლელი გახდა. უღელტეხილამდე არც თუ ისე შორი გზა დრჩებოდა, რამდენიმე უკვე ჩვეული, ციცაბო მოსახვევი და ჩვენ უკვე ნისლებში ვიმალებოდით.

gza+15

gza+16

gza+17

gza+18

gza+19

ფილტვებით ხარბად ვისუნთქავდით ნისლს. ბავშვობიდან ბახმარო, ბეშუმში ზაფხულგატარებულებს კარგა გვახსოვდა უფროსების რჩევა - ნისლი კარგია. არ გვახსოვდა რატომ იყო კარგი. მაგრამ ფილტვები აშკარად გრძნობდნენ განმუხტული, სუფთა ჰაერის ყოველ ჩასუნთქვას. აქ რომ ადამიანი გაიჭვარტლება თამბაქოს კვამლში... ცოტა ხანი გავჩერდით. დანისნული ფერდობების ცქერით გული ვიჯერეთ და უხელტეხილს ქვემოთ დავყევით.

gza+20

gza+21

რელიეფიც შეიცვალა, კლდეებმა უკვე თამამად გამოაჩინეს თავიანთი გარუჯული მხრები. მიწის წიაღიდან ამოსტყორცნილი და გაშეშებული, დამწვარი წიგნის შრეებად გაქვავებული ფილა კლდეები მედიდურად ზიდულობდნენ აწ უკვე წიწვოვან ტყეებს.

mdinare+1

გზად ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა ჩანჩქერი, ნაკადული და მდინარე. ეს დიდად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო რომ არა ერთი გარემოება. უკლებლივ ყველა, თუ ზედმეტად ამღვრეული არ იყო თამამად შეგეძლო სასმელად გამოგეყენებია. აი ასე, გაგეჩერებია მანქანა, გადასულიყავი და სიცხისგან გამომშრალი ხახა მთის ცივი, ბარისაგან განსხვავებული გემოს მქონე წყლით აგევსო. გაგრილებულიყავი და გზა გაგეგრძელებია... თან იმაზეც არ გედარდა რომ გზად წყურვილი შეგაწუხებდა... როორც ვთქვი, ლამის ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა წყალი.

mdinare+2

mdinare

ჩვენი მოგზაურობა თბილისიდან თუშეთში ხუთი საათი გაგრძელდა. ესეც იმიტომ რომ ყოველ ჩანჩქერთან, წყაროსთან და ლამის ლამაზ ყვავილთან ვაჩრებებდით. მოლოს მზემ, გზამ და დაღლამ თავისი გაიტანა. დავიქანცეთ და მორჩილად მივყევით ჩვენი მესაჭის ნებას. უკვე ერთი სული გვქონდა როდის დავბანაკდებოდით და დავისვენებდით. მალე მთის ფერდობებზე შეფენილი სოფლებიც გამოჩნდა... თუშური სოფლები

gza+22

BANNER

9 comments:

  1. tumblr_lhan5sXAxN1qc6q5xo1_500

    კარგი ფოტოებია, ხასხასა და სუფთაჰაერიანი : ) მეც მინდა თუ შეითში წასვლა, ყველა გზით მაშინებს, მაგრამ ასე მგონია, გაზვიადებულია და უბრალოდ, განსხვავებული გზაა, უფრო საფრთხილო და არა - საშიში.

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      გზა იმდენადაა საშიში რამდენადაც კვალიფიციური მძღოლი ზის საჭესთან. თუ კარგია მძღოლი - გზაც საფრთხილოა მხოლოდ და მეტი არაფერი. ექსტრიმია ერთგვარი. შემხვედრსაც ადვილად უვლი გვერდს და გზაც მყარია. წადი, არ ინანებ. შექებისთვის მადლობა ;)

      Delete
  2. tumblr_lhan5sXAxN1qc6q5xo1_500

    ჰო, მაგითიც მაშინებენ, წინ ტუ შეგხვდა მანქანა, გზას ვერ აუქცევო, რა უნდა ქნაო, სულ უკან ხომ არ ივლიო და ა.შ. როცა წავალ, გამოგკიტხვა ერთი ამბებს.
    ისე, გზა ნორმალური იყო,ხო? ხარისხით. დიდი ორმოები და საფლობი ტალახები ხო არ ყოფილა? :)

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      წარა-მარა გვხდებოდა შემხვედრი და როგორც ხედავ ცოცხალი ვარ :) გზა გრუნტისაა, ასფალტი იქ ვერ ხარობს. თუმცა ორხიდიანი მინივენები და ჯიპები ყავთ ყველას, ასე რომ უპრობლემოდ დადიან. როცა დაგჭირდება მითხარი და კონკრეტულად დაგაკვალიანებ ;) კომპეტენტურ ხალხს ჩაგაბარებ

      Delete
  3. .com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgc5Eea2WSL1N1LghOeBiBjj7n8cgUvoHaXktQ4eqhus-70dXvsXXvt4xlTdByLlnwmvRD69_TkKmfkchcvl2mjmIswg1dyCuIHh8uFYVlPzzKQYB5YBf8-EBsdFbdTTw/s45-c/

    umagresi fotoebia. tushetio rom ar daecera norvegia megona :)

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      გაიხარე :) კი, ძალიან ლამაზია. და იმედია არ მიაშენებენ ლოჯებს

      Delete
  4. blogger_logo_round_35

    ფოტოებიც ულამაზესია და ნაწერიც შესანიშნავი,სუულ პაწაწინა რედაქტირება უნდა მართლწერის კუთხით..(*უფსკრული)ველოდები მომდევნო ნაწილებს. წარმატებები.����

    ReplyDelete
  5. blogger_logo_round_35

    თუშეთში, სოფელი მაქვს, შენაქო. <3

    ReplyDelete
    Replies
    1. 19800668_10209569428287875_62477940493587679_o

      მართლა? ძალიან ლამაზი სოფელია :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]